სერგი კაპანაძე: კომუნიკაციების კანონში ცვლილებების მიღებას ისე ჩქარობენ, ვერსია არც გაუვრცელებიათ

უკანონობის ზეიმია დღეს და ამ დღეებში პარლამენტში. უსამარცხვინოესი პროცესი მიდის, – ამის შესახებ საპარლამეტო უმცირესობის წევრი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე Facebook-ში წერს:

“დაჩქარებული წესით უნდათ მარეგულირებლებს მისცენ ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების სფეროების კონტროლი.

ისე ჩქარობენ, რომ ტელეკომის კანონის ვერსია ჯერ არ გაუვრცელებიათ. არავის არ აქვს დარბაზში!

დეპუტატებს კითხვებს არ ასმევინებენ.

კომიტეტი პლენარულის დროს დანიშნეს. რაც კანონის დარღვევაა.

ახლა მოუწიათ შესვენების გამოცხადება კომიტეტზე. მერე პლენარულზე გამოაცხადებენ ალბათ, რომ კომიტეტი მოასწრონ.

ამ მონებს რომ ქვეყნის მართვის საშუალება დარჩეთ, წარმოიდგინეთ სადამდე მივლენ.

მთავარი გმირები:
სემეკი – ნარმანია
კომუნიკაციები – ბექაური
კომიტეტის თავმჯდომარე – კაკულია
და ბევრი უტყვღილაკმჭერი…” – წერს სერგი კაპანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად