სერგი კაპანაძე: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საპატრიარქოზე არცერთი თეთრი აღარ უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საპატრიარქოზე არცერთი თეთრი აღარ უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ პოლიტიკოსი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

“როცა ხელისუფლება შეიცვლება ქვეყნის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი აღარ უნდა დაიხარჯოს საპატრიარქოზე. არც ერთი! ვისაც უნდა, რომ თავისი ჯიბიდან დააფინანსოს, პირდაპირ შეუძლია ასე მოიქცეს”, – წერს კაპანაძე.

შეგახსენებთ, დღეს “თბილისი პრაიდი” ღირსების მარშს გეგმავდა, პარალელურად კონტრაქცია გამართეს სხვადასხვა ჯგუფებმა, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც, სადაც უამრავ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები
იტვირთება...