სერგი კაპანაძე: ივანიშვილის სიტყვას ვერ ენდობი ბოლომდე, სანამ არ გაფორმდება

ასე აფასებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე შეხვედრას.

“ჯერ არაფერი არ დაკმაყოფილებულა, არანაირი თანხმობა ხელისუფლების მხრიდან ჩვენს შეთავაზებაზე ჯერ არ ყოფილა. გუშინ, უბრალოდ გამოითქვა მზაობა გაგრძელების დისკუსიის, ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ რაიმე შეთანხმება შედგა, თუმცა ამ მიმართულებით ისინი დაიძრნენ. მათი მხრიდან ამ მიმართულებით გამოჩნდა, რომ შეიძლება იყოს დათმობა. ოღონდ, კიდევ ერთხელ ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის სიტყვას ვერ ენდობი ბოლომდე, სანამ არ გაფორმდება. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ სიტყვას ვენდოთ“ – აცხადებს სერგი კაპანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად