სერგი კაპანაძე: ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ხაზარაძის გუნდთან თანამშრომლობა შესაძლებელია

ეს იყო რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არწასვლა ივანიშვილის მხრიდან, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ანაკლიის პროექტის შეჩერების თაობაზე განაცხადა “აიპრესთან”.

კაპანაძის თქმით, ამავე დროს ივანიშვილის ინტერესებში იყო პოტენციური ოპონენტების მოშორება. დეპუტატი აქვე აცხადებს, რომ ივანიშვილის დამარცხების შემდეგ ხაზარაძის გუნდთან თანამშრომლობა შესაძლებელია.

_ ანაკლიასთან დაკავშირებით გავიდა გარკვეული დრო და გარკვეული ანალიზი შესაძლებელია. როგორ ფიქრობთ, ეს იყო კონსორციუმის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგი, ანუ ვალდებულებები არ შეასრულა, უბრალოდ ოპონენტი ჩამოიშორა ხელისუფლებამ ხაზარაძის სახით თუ რუსეთის დავალება შეასრულა?

_ ეს იყო რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არწასვლა ივანიშვილის მხრიდან. ეს იყო პირველი და მთავარი მიზეზი. ამის თანმდევი იყო პოტენციური პოლიტიკური ოპონენტების მოშორება, ანუ ხაზარაძის და ჯაფარიძის. რაც შეეხება კონსორციუმის ვალდებულებების შესრულება-არშეასრულებას, არანაირი კავშირი მაგას არ აქვს ანაკლიის პორტის გაჩერებასთან.

_ სამომავლოდ ითანამშრომლებთ ხაზარაძის გუნდთან?

_ მე პირადად მგონია, რომ ხაზარაძის გუნდთან თანამშრომლობა შესაძლებელია ივანიშვილის დამარცხების შემდეგ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად