სერგი კაპანაძე: ივანიშვილი გადავიდა დაშინებაზე და არა საქმის კეთებაზე

ივანიშვილი გადავიდა დაშინებაზე და არა საქმის კეთებაზე”-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ ტვ პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ივანიშვილმა უთხრა ხალხს: თქვენ ხომ გინდათ, რომ გახარია წავიდეს? აი, მე მინდა, რომ დავაწინაურო. აბა ვნახოთ, ვინ ვის. ის ასე ფიქრობს, ასე მოქმედებს. არ გავალისწინება ხალხის აზრის. მიაჩნია რომ ყველაზე ჭკვიანია და რასაც უნდა იმას აკეთებს.

მისი ამოცანაა უკიდურესი პოლარიზება და ძალდადობა. ეს ერთი წელი იქნება ძალადობის. მარტო თავპირის მტვრევის კი არა, ესეც იქნება სამწუხაროდ, ამას ვხედავ. ეს ვნახეთ წინა არჩევნებზე. არ უჭირს არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც გიორგი გახარიას 20 ივნისის გათვალისწინებით. ეს იქნება სხვა ფორმის ძალადობა, მათ შორის მედიაზეც”,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...