სერგი კაპანაძე: ისეთივე სიღარიბის ბიუჯეტია, როგორც აქამდე იყო

“ისეთივე სიღარიბის ბიუჯეტია, როგორც აქამდე იყო” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ, 2019 წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს ბიუჯეტი არ აძლევს არც ერთ მთავარ გამოწვევას, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. ნათლად ვხედავთ, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისთვის არანაირი შეღავათი არ არის სოციალურად დაუცველებისთვის და გაჭირვებულებისთვის. ჩადებულია გაზრდილი ფასები და ინფლაცია, გაზრდილია ვალი”,-განაცხადა კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...