სერგი კაპანაძე: ისე არ უნდა მოგვივიდეს, რაც ხშირად მოსვლიათ ავტორიტარებთან “მოლაპარაკებებისას”

ისე არ უნდა მოგვივიდეს, რაც ხშირად მოსვლიათ ავტორიტარებთან “მოლაპარაკებებისას”, – ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

“ისე არ უნდა მოგვივიდეს, რაც ხშირად მოსვლიათ ხოლმე ავტორიტარებთან და დიქტატორებთან “მოლაპარაკებების” დროს. როდესაც ის მოლაპარაკაბებში ნორმალურად კი არ შემოდის, არამედ კიდევ რაღაცას წაიღებს თავისკენ. ანუ, შენ კიდევ ვიღაცას დაგიპატიმრებს და გეუბნება, რომ ამას გავუშვებ და შენ დათმეო. ამიტომ ასე არ გამოვა.

ხვალ რომ ივანიშვილმა მელია გამოუშვას, თუ ჰგონიათ, რომ ამ შუბს უკეთ დამალავენ და დაარწმუნებენ გინდა ამერიკელებსა და ევროპელებს, გინდა საზოგადოებას, რომ ყველაფერი ნორმალური გახდა, ეს ასე არ არის. კრიზისის დასრულებას სჭირდება პოლიტპატიმრების გამოშვება და იქ კიდევ რურუას საკითხია გადასაჭრელი და მერე შეთანხმება სჭირდება არჩევნებზე”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...