სერგი კაპანაძე: IRI -ის კვლევის 33%-იანი ვარდნა განაჩენია “ქართული ოცნებისთვის”

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძის შეფასებით,  IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების შედეგებმა “ქართული ოცნების” დაბალი რეიტინგი კიდევ ერთხელ ასახა. 

მისი თქმით,  პარტია, რომელსაც ასეთი რეიტინგი აქვს, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. 

“ამ კვლევაში ძალიან ნათლად ჩანს, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი ჩამოვარდა 33%-ზე. სხვა კვლევებსაც თუ შევადარებთ, ეს არის ქვემოთ მომავალი. დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ კვლევებზე უფრო დაბალი იქნება და ჩამოვა მეოთხედზე. ეს ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია ასეთი მცირე მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს და შექმნას მთავრობა მარტომ ან შექმნას ვინმესთან კოალიცია. ეს არის განაჩენი “ქართული ოცნებისთვის” და ეს ვარდნა უახლოეს თვეებში გაგრძელდება. დანარჩენი ოპოზიცია ჯამში არიან მეტი ვიდრე ქართული ოცნება”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა. მთელმა ოპოზიციამ ჯამში 37%-ს მხარდაჭერა მოიპოვა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად