სერგი კაპანაძე: გვახარეს გამოძიება დაიწყოო და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით რამდენს მიუსჯიან, ეგ იქნება ტესტი

გვახარეს გამოძიება დაიწყოო და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით რამდენს დააკავებენ და მიუსჯიან, ეგ იქნება ტესტი, – ამის შესახებ პოლიტიკოსი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

“გამოძიება დაიწყოო, რომ გვახარეს დღეს, აი, ამ მუხლის პირველი ნაწილით რამდენს დააკავებენ და მიუსჯიან, ეგ იქნება ტესტი.

მუხლი 225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა

1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად”, – წერს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, გუშინ “თბილისი პრაიდის” აქცია – “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა. რისი მიზეზიც რადიკალური ჯგუფების კონტრაქცია გახდა, რომლის აგრესიულმა მონაწილეებმაც მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუნადგურეს ტექნიკა.

კომენტარები
იტვირთება...