სერგი კაპანაძე: “ევროპული საქართველო” მოუწოდებს მთავრობას, ჩამოწეროს მოქალაქეების ჯარიმები, რომელიც ჯამში 18 მლნ ლარს აღემატება

“ევროპული საქართველო” მთავრობას მოუწოდებს, მოქალაქეებს ჩამოაწეროს ის ჯარიმები, რომელიც მათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო დაეკისრათ.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,
აღნიშნული ჯარიმების თანხა უხედში დათვლით, მთლიანობაში 18 მილიონამდე ლარს შეადგენს.

“საგანგებო მდგომარეობის ორთვიან პერიოდში ძალიან დიდი პრობლემა იყო უაზრო შეზღუდვებზე დაწესებული ჯარიმები ჩვენს თანამოქალეებზე. მარტივი სტატისტიკით, 4 ათასზე მეტი ადამიანი იქნა დაჯარიმებული კონმენდანტის საათის დარღვევისთვის და 1700-ზე მეტი იქნა დაჯარიმებული მანქანაში შეზღუდვების წესის დარღვევისთვის. ჯამში, თანხები, რომელიც დააწერა ჯარიმების სახით მთავრობამ მოსახლეობას, უხეში გაანგარიშებით, აღემატება 18 მილიონ ლარს. ეს არის საკმაოდ დიდი ჯარიმები და ჩვენს მოქალაქეებს ამის გადახდის საშუალება უბრალოდ, არა აქვთ. “ევროპული საქართველო” მოუწოდებს მთავრობას ეს ჯარიმები ჩამოაწეროს მოსახლეობას და ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაში მყოფ თანამოქალაქეებს, ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს 3000 ლარის მეტი ოდენობის ჯარიმები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა და ეკონომიკამ ამოისუნთქოს და რაღაც ნაბიჯებით წავიდეს წინ”-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად