სერგი კაპანაძე დავით ზილფიმიანზე: ნამდვილი ოპოზიციონერის გამოსვლა პარლამენტში!

ვინ თქვა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის? ვინ თქვა, რომ პარლამენტი მრავალპარტიული არ არის? ნამდვილი ოპოზიციონერის გამოსვლა პარლამენტში!!! – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე პარტია “ევროპელი სოციალისტების” წევრის დავით ზილფიმიანის გამოსვლას პარლამენტში.

“ნამდვილი ოპოზიციონერის გამოსვლა პარლამენტში!!!
გარეთ რომ გადაიხედოთ, პარლამენტის წინო (გომელაურს მიმართავს), ბევრ შეურაცხყოფას მოისმენთო. მონებს გვეძახიანო. პოლიციის მანქანები მათგან სამ მეტრში დგანანო.
შენიშვნა მაინც მიეცით მაგ ხალხსო, რომლებიც ოპოზიციის სახე არიანო და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ემორჩილებიანო! თქვენი თანამშრომლები არაფერს აკეთებენო!
ეს ხომ ძალიან რთულია მინისტრისთვის, რომ პოლიტიკურად იღებდე გადაწყვეტილებებს და არა კანონითო, ანუ, იმ ხალხს რომ არ სჯით, გარეთ რომ არიანო, ამას როგორ აგვიხსნითო.
ბ-ნი ზილფიმიანი ევროპელი სოციალისტებიდან.
ვინ თქვა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის? 🙂 ვინ თქვა, რომ პარლამენტი მრავალპარტიული არ არის?” – წერს სერგი კაპანაძე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...