სერგი კაპანაძე: დათო ბაქრაძე გაწონასწორებული ლიდერია და მის პოპულარობას ესეც განაპირობებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს სერგი კაპანაძეს მისი პარტიის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერის დავით ბაქრაძის მაღალი რეიტინგი არ უკვირს, თუმცა ამბობს, რომ ცოტა გასაკვირი ისაა, როცა ის ამდენი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ამის რამდენიმე მიზეზია, მათ შორის კი ერთ-ერთი ისიც არის, რომ ის გაწონასწორებული ლიდერია. ამ საკითხზე სერგი კაპანაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

_ გაგვიმხილეთ საიდუმლო, როგორ ხდება ის, რომ დავით ბაქრაძე ბოლო რამდენიმე კვლევაში ლიდერობას ინარჩუნებს?

_ არ ვიცი, ეს დათოს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მე ის ახსნა მაქვს, რომ დათო არის გაწონასწორებული ლიდერი, რომელიც ყოველთვის პრინციპულ პოზიციაზე დგას ხოლმე და ეს წლების განმავლობაში გრძელდება. დათო პოლიტიკურ სივრცეშიც დიდი ხანია არის და ეს ერთობლიობა განაპირობებს მის პოპულარობას. ასევე ხელს უწყობს ამას ის თემები, რომლითაც ის აქტიურობს ხოლმე. იქნება ეს სოციალური თემები თუ სხვა.

_ მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საზოგადოებაში აგრესიას არ იწვევს?

_ კი. მისი გაწონასწორებულობა არის ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ არ მიკვირს ხოლმე, როდესაც მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ცოტა გასაკვირია, როდესაც ამდენი ხანი ინარჩუნებს პოპულარობას. შეიძლება იყოს რამდენჯერმე, მაგრამ როდესაც ამდენი ხანია, ცოტა გასაკვირია.

_ მათ შორის მაშინაც ჰქონდა საკმაოდ მაღალი რეიტინგი კვლევებში, როდესაც „ოცნება“ იყო პიკში.

_ დიახ, სწორედ ამ თვისებების გამო.

ცნობისთვის, NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთ 34 % ამბობს, რომ დადებითი დამოკიდებეულება აქვს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის მიმართ. ასეთივე მაჩვენებელი აქვს თბილისის მერს კახა კალაძესაც, რაც ქართველ პოლიტიკოსებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო ამ კონკრეტული კვლევის ამ შკალაში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად