სერგი კაპანაძე: ჩვენი პრეტენზიაა, კოალიციაში ცენტრალური ძალა ვიყოთ, “ნაცმოძრაობას” კი უნდა ერთპიროვნული მმართველობა

ჩვენი პრეტენზიაა, კოალიციაში ცენტრალური ძალა ვიყოთ, “ნაცმოძრაობას” კი უნდა ერთპიროვნული მმართველობა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში იდეების ჭიდილი და ამ თემებზე დისკუსია უნდა იყოს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლა – არა.

“მთავარი დაპირისპირება უნდა იყოს იდეების ირგვლივ. მთავარი დაპირისპირება უნდა იყოს იმაზე, თუ როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ არჩევნების შემდეგ. მაგალითად, ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, რომ იყოს კოალიციური, სადაც არცერთ ძალას არ ექნება ერთპიროვნული მმართველობა და მზად ვართ ვედებატოთ ნებისმიერს. “ოცნებას” უნდა, რომ ერთი ოლიგარქი მართავდეს, თუ სხვასაც ეს უნდა და სამწუხაროდ ჩვენ გვესმის ეს იდეები ბოლო დღეებში, მზად ვართ ვიდებატოთ ამაზე და ავხსნათ რატომ არის ეს ცუდი ქვეყნისთვის.

ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც მთავრობის როლი იქნება მცირე და რომელშიც იქნება დაბალი გადასახადები. ამაზეც მზად ვართ ვედებატოთ სხვა ოპოზიციურ ძალებს. ზოგს შეიძლება ჰქონდეს ლამაზი დაპირება, მაგრამ ეს არ იყოს რეალისტური. უფრო მეტიც ეს ჯანსაღ დისკუსიად მიმაჩნია. ცუდია, როდესაც ერთმანეთის მიმართულებით ტალახის სროლა ხდება. იმედი მაქვს, რომ ამას ყველა შეწყვეტს. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ცენტრალური ძალა ვიყოთ კოალიციაში”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ცენტრალური ძალის პრეტენზია აქვს “ნაციონალურ მოძრაობასაც”, – სერგი კაპანაძე ასე პასუხობს:

“კოალიციაში ცენტრალურ ძალაზე გვაქვს პრეტენზია და “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პრეტენზია, რომ ერთპირვნული მმართველობა უნდა, ეგ სხვა ტიპის წყობაა და ჩვენ მაგას არ ვეთანხმებით. მაგრამ, იდეების ჭიდილი ძალიან ნორმალური ამბავია”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად