სერგი კაპანაძე: ამ ვიდეოების გადამღები და დამკვეთი სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ წამებისა და სექსულური ძალადობის ამსახეველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"ამ ვიდეოების გადამღებები, დამკვეთები, ზოგადად ვისაც ეს აზრად მოუვიდა თავში, მერე ვინც კამერა ხელში დაიჭირა და გადაიღო, და ვინც შეასრულა, ყველანი უკლებლივ არიან მანიაკები, გარეწრები და დამნაშავეები. უდავოდ, ყველა მათგანი უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს, კანონის სრული სიმკაცრით. არანაირი დანდობა.

ცალკე გარეწარია, ვინც ამ ვიდეოებს ახლა ავრცელებს მიზანმიმართულად, იმ იმედით, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო შეაზიზღოს ხალხს. ესენი, მსგავსად იმ გარეწრებისა, ვინც ამ ვიდეოებს საჯაროდ აჩვენებენ, ან იმ გარეწრებისა, ვინც მწამებლები შეიწყალა, ან არ დასაჯა, უბრალოდ ბოროტი და ყველაფერზე წამსვლელი გარეწრები არიან.
ზუსტად ერთნაირი გარეწრები!!!

არც კი გაბედოთ შედავება, ან რომელიმე მხარის "გაპრავება"!, – წერს facebook-ში კაპანაძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად