სერგეი შოიგუ: “რუსეთი მზადაა, არქტიკა იარაღით დაიცვას”

"რუსეთი მზადაა, საკუთარი ინტერესები არქტიკაში იარაღით დაიცვას",-ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც შოიგუმ აღნიშნა, არქტიკაში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა არქტიკაში ქვეყნის ეროვნული უშიშროების პოლიტიკაში შედის.

"ჩვენი მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა არქტიკაში და სახელმწიფო ინტერესების დაცვა შეიარაღებული ბრძოლის მეთოდებით, განიხილება ჩვენს მიერ როგორც ეროვნული უშიშროების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ფაქტია, რომ არქტიკა წიაღისეულის მოპოვების მსოფლიო ცენტრი გახედება.

არქტიკის ათვისებას განვითარებული ქვეყნები ცდილობენ, რომლებიც დგამენ კონკრეტულ პოლიტიკურ და სამხედრო-ეკონომიკურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით",-განაცხადა შოიგუმ.

საკუთრების უფლებები არქტიკის ტერიტორიებზე გაწერილია გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციაში, ასევე 1996 წელს ჩამოყალიბებული არქტიკის საერთაშორისო საბჭო, რომელშიც დანია, აშშ, რუსეთი, კანადა, ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია და შვედეთი შედიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად