სერგეი რიაბკოვი: აშშ-ს გასვლის შემთხვევაში, რუსეთი “ღია ცის ხელშეკრულებაში” მაინც დარჩება

რუსეთი “ღია ცის ხელშეკრულებას” (DON) არ დატოვებს, თუ შეერთებული შტატები ასეთ ნაბიჯს გადადგამს. მოსკოვი დარწმუნებული არ არის, რომ ვაშინგტონი შეთანხმების დატოვებას ნამდვილად გეგმავს. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტიას“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განუცხადა.

“ჩვენ შეთანხმებას მნიშვნელოვან ელემენტად მივიჩნევთ, განსაკუთრებით, არსებულ ვითარებაში, რადგან ის ბევრ პროცესს ასტაბილურებს. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი. აშშ-ს მხრიდან შესაძლო გასვლის შემთხვევაში, სხვადასხვა საპასუხო ვარიანტები არსებობს. თუმცა, დარწმუნებული არ ვართ, რომ შეერთებული შტატები  “ღია ცის ხელშეკრულებას” დატოვებს”, – განაცხადა რიაბკოვმა გამოცემასთან ინტერვიუში.

ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები “ღია ცის ხელშეკრულებაში” კვლავ მხარედ კვლავ დარჩება.

2019 წლის 8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლი “ღია ცის ხელშეკრულების” დატოვებას გეგმავს. აღნიშნულის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა, წერილი მიმართა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, რობერტ ო’ბრაიანს. მიმართვაში  მან ხელშეკრულების შესაძლო დატოვების თაობაზე ადმინისტრაციის განზრახვა დაგმო.

გამოცემა The Wall Street Journal– ში წყაროების თანახმად, 27 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა წერილს, რომელიც ვაშინგტონის “ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლას” ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად