სერგეი ლავროვმა ჯონ კერის თოვლის ბაბუა აჩუქა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ამერიკელ კოლეგა ჯონ კერის, კრემლში ვიზიტისას, თოვლის ბაბუა აჩუქა, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"კერი ჩვენთან მოლაპარაკებებზე ჩამოვიდა. კრემლში ნაძვის ხე იდგა და როდესაც მან ნაძვის ხე დაინახა, თოვლის ბაბუასკენ წავიდა, აიღო და ათვალიერებდა. შემდეგ მე ვუთხარი, რომ "ჩვენი სტუმართმოყვარეობის წესით, რაც სტუმარს მოეწონება – ის მისია", – განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად