სერგეი ლავროვი: “2007 წელს სააკაშვილმა გვითხრა მთვარეული ვარო”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ფრაზის – "ლექციებს ნუ მიკითხავ" წარმომავლობა გაიხსენა. 

როგორც ლავროვმა აღნიშნა, ამ ფრაზით მან დიდი ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ მილიბანდს თავის დროზე მართლაც მიმართა. მისივე თქმით, ეს ფრაზა თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა.

"არ წამიკითხო ლექციები მეთქი – ეს ნამდვილად ვუთხარი მილიბანდს. ეს "მწარე" სიტყვა  ჩემი ლექსიკონიდან არ იყო, მოვახდინე ჩვენი ეერთი კოლეგის ციტირება, რომელიც თბილისიდან ჩამოფრინდა. საუბარია მიხეილ სააკაშვილზე. ეს იყო 2007 წლის 12 აგვისტო, როდესაც მან გამარჯობის ნაცვლად თქვა: მე სულ ახლახანს ჩამოვედი თბილისიდან.. მიხეილ   სააკაშვილი ასეთი და ასეთი – მთვარეული. აი, სად იყო ეს სიტყვა… ამ შეხვედრისას გამოიყენა მან ტერმინი "ლექციებს ნუ მიკითხავთ"…მილიბანდი კი ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ სააკაშვილს საჭიროა მოელაპარაკოო",- განაცხადა ლავროვმა.

წყარო

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. სააკაშვილი ამ დროისთვის უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმები საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...