სერგეი გავრილოვი: ჩვენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ვთვლით

რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს კარგი ფუნდამენტია იმისთვის, რათა ქვეყნებს შორის მრავალი საკითხი გადაიჭრას.

“შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად მივიჩნევთ.

ვფიქრობთ, რომ ჩვენი მართლმადიდებლური ღირებულებები, ჩვენი მართლმადიდებლური კულტურა, კარგი ფუნდამენტია იმისთვის, რომ გადავჭრათ მრავალი საკითხი კულტურის, განათლების სფეროში და სოციალურ საკითხები. ჩვენს შორის ვითარდება კონტაქტები ეკონომიკის სფეროში, ტურიზმის სფეროში, მაგრამ პარლამენტთშორისი დიალოგი, ჩვენი შეხედულობით, ჯერ არაა განვითარებული”, – აცხადებს სერგეი გავრილოვი.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დააკავებამ და რუსულ ენაზე ასამბლეის წაყვანამ საზოგადოებისა და საპარლამენტო უმცირესობის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ოპოზიციის მხრიდან სესიის ჩაშლა მოჰყვა.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...