სერგეენკო: წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსი ხეს შეეჯახა.

ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ავტოსაგზაო შემთხვევისას 7-მა ადამიანმა მიიღო დაზიანება და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აქედან 5-ის მდგომარეობა საბედნიეროდ მსუბუქია, 2 არის საყურადღებო, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია განმეორებითი კვლევის ჩატარება, ისინი სწორედ ამ კვლევების და კონსულტაციის პერიოდში არიან. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...