სერგეენკო სააკაშვილზე: დავასაბუთეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა, თუ მათი გაკეთება ადგილზე შეუძლებელი აღმოჩნდება, პაციენტი სხვაგან იქნება გადაყვანილი

ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა:

“პირადი რეკომენდაცია უკვე გავუზიარე მის პირად ექიმს და ამ დაწესებულების ექიმებს, რომელიც პრინციპში სრულდება კიდეც და დამეთანხმნენ, ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში რამდენიმე სპეციალისტის, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედი გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებულია. გეგმაა ასეთი, რომ მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა. აქედან ორი – ნერვოლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნერვოლოგის კონსულტაცია იყო უკვე, როცა მე წამოვედი, გასტროენტეროლოგთან ღამე ჩატარდებოდა. ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუკი ეს შესაძლებელი იქნება ადგილზე, გაკეთდება ადგილზე, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება იქ პაციენტი, სადაც ეს შესაძლებელი იქნება,”- განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები
იტვირთება...