სერგეენკო: რასაც ვუყურეთ, სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრა მომხიბლავი მართლაც არ იყო

“რასაც ვუყურეთ, სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრა მომხიბლავი მართლაც არ იყო”, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს დიასპორის აზრი, შეხედულება და პოლიტიკური ჩართულობა, თუმცა მინისტრის შეფასებით, ამისთვის ცივილური ფორმები არსებობს.

“პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა ემოციურად გადაძაბულ შეხვედრებზე.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ ჩავიდა ამ შეხვედრაზე და ვინ არ ჩავიდა, ვერ გეტყვით. რასაც ვუყურე, გადასარევი და მომხიბლავი მართლაც არ იყო ასეთი ვნებათაღელვა და ასეთი ფორიაქი. აქ ვარაუდი ძალიან ძნელია. დაშვება ერთი, რომ
სუს-ის თანამშრომლები იყვნენ, დაშვება ორი, რამდენად საჭირო იყო მართლა გამიჭირდება. მნიშვნელოვანია დიასპორის ჩართულობა, მაგრამ არა ამ ფორმით, რაც ჩვენ ვნახეთ.”, -განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...