სერგეენკო “ნაცმოძრაობის” ლიდერებს: ყველაფრის საქმის კურსში ვართ, ყველაფერს ვაკონტროლებთ

ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იმყოფებიან, მათ შორის არიან გიორგი გაბაშვილი, დავით კირკიტაძე, გიგა ბოკერია.

პარალელურად კლინიკაში დაშავებულების მოსანახულებლად იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. 

კლინიკიდან გამოსულ დავით სერგეენკოს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ დაუსვეს კითხვა. 

ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: " ყველაფრის საქმის კურსში ვართ, ყველაფერს ვაკონტროლებთ".  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...