სერგეენკო: მივმართავ ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები “ტამიფლუზე”

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოუწოდა ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც “ტამიფლუს” დისტრიბუციას ახორციელებენ, დაწიონ ფასები. მისი თქმით, ამ კომპანიებს ამის რესურსი გააჩნიათ.

“მე არ მაქვს შესყიდვის ფასის გაჟღერების უფლება, რადგან კონტრაქტორის მეორე მხარემ უნდა იცოდეს ამის შესახებ, თუმცა მექნება ასეთი, თუ შეიძლება მიმართვა, ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც დისტრიბუციას აკეთებენ ამ პრეპარატებისას, რომ განიხილონ შესაძლებლობა ამ პერიოდში გაზრდილი ავადობის პერიოდში და გამოიჩინონ სოციალური, კორპორატიული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები ამ კონკრეტულ პრეპარატზე, ჩემი შეხედულებით ამისი რეზერვი და რესურსი მათ აქვთ”, – განაცხადა სერგეენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...