სერენა უილიამსმა საფრანგეთის ღია ჩემპიონატი მესამედ მოიგო

ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა „როლან გაროს“ ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო. ფინალში სერენამ ჩეხი ლუსი შაფარჟოვა 3 სეტში, ანგარიშით 6 : 3, 6 : 7, 6 : 2 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. სერენამ „დიდი სლემის“ ტურნირი მეოცედ მოიგო. მასზე მეტჯერ ქალთა ტურნირები მხოლოდ გერმანელ ჩოგბურთელს შტეფი გრაფს აქვს მოგებული. პლანეტის ნომერ 1-მა ჩოგბურთელმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია რეიტინგში.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად