სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია

ამ წუთებში დასრულდა ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩი.

პირველი სეტში, წვიმის გამო ცოტახნით შეჩერდა, სტადიონი გადახურეს და სპეციალური ნაჭრებით მოწმინდეს. მატჩი მალევე განახლდა.

ერთმანეთს ამერიკელი სერენა უილიამსი და რუსი მარია შარაპოვა დაუპირისპირდნენ. სერენა უილიამსმა ნახევარფინალში ამერიკელი მედისონ კისი დაამარცხა, ხოლო მარია შარაპოვამ თანამემამულე ეკატერინა მაკაროვას სძლია.

ფინალურ მატჩში,სერენა უილიამსმა 2 სეტის შედეგად, 6-3, 7-6(7-5) დაამარცხა რუსი ჩოგბურთელი.

უილიამსს აქამდე 5-ჯერ(2003, 2005, 2007, 2009, 2010, 2015წწ.) აქვს ავსტრალიის ღია პირველობის თასი მოპოვებული

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა, 19 იანვრს დაიწყო. კაცთა შორის შეჯიბრის ფინალი, ხვალ 1 თებერვალს, ენდი მარისა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად