სერბმა ზურაბ დათუნაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ტოკიოს საგზური მოიპოვა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასასრულს უახლოვდება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო შეჯიბრება

87 კგ წონით კატეგორიის ბახევარფინალში ერთმანეთს მამელუქები, ევროპის სამგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი, დავით ჩაკვეტაძე შეხვდნენ

მსაჯებმა პირველ პერიოდში დავით ჩაკვეტაძეს მისცეს ქულა და ზურაბ დათუნაშვილი ჩააყენეს პარტერში, მეორეში კი – პირიქით. პარტერში ვერცერთმა მათგანმა ქულის აღება ვერ შეძლო და ფრედ დამთავრებულ შეხვედრაში ბოლო ქულის უპირატესობის ხარჯზე გამარჯვება სერბ სპორტსმენს მიენიჭა. რუსეთს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 87 კგ წონაში წარმომადგენელი არ ეყოლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...