სერბეთის პრეზიდენტი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი 15 ნოემბერს, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, -ინფორმაცია სახელმწიფო მეთაურის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერბეთის ლიდერი ბელგრადში სამხედრო-საზღვაო აკადემიის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

49 წლის ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლის ივნისიდან იკავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად