სერბეთის ინოვაციების მინისტრი: რუსეთზე დიდი მოკავშირე და მეგობარი არ გვყავს

სერბეთს, ეროვნული სახელმწიფო ინტერესების დაცვის მხრივ რუსეთზე დიდი მოკავშირე და მეგობარი არ ჰყავს, – ამის შესახებ სერბეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ნენად პოპოვიჩმა განაცხადა.

პოპოვიჩმა განაცხადა, რომ მოსკოვი, როცა შესაძლებლობა ჰქონდა, ყოველთვის ეხმარებოდა და მხარს უწერდა ბელგრადს, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა ვერ ახერხებდა სერბეთისთვის დახმარებას, ხელს არასდროს უშლიდა.

გარდა ამისა, პოპოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების წყალობით, სერბეთის ბიზნესისთვის 200 მილიონიანი ბაზარია ხელმისაწვდომი.

მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 1999 წელს, მაშინაც რომ ამავე თანამდებობაზე ყოფილიყო, არ დაუშვებდა NATO-ს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად