სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის და ხორვატიის პრესა დათუნაშვილის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას ეხმიანება (ვიდეო)

ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 87 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი ზურაბ დათუნაშვილმა მოიპოვა

სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის და ხორვატიის პრესა ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილის გამარჯვებას მყისიერად გამოეხმაურა

ზურაბ დათუნაშვილის გამარჯვების მაუწყებელ ნიუსებში მკითხველს შეახსენებენ, რომ ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონტზე პრიზიორი  მეოთხედ, ჩემპიონი კი მესამედ გახდა და აღნიშნავენ, რომ ის სერბული ჭიდაობის სკოლის ერთ-ერთი იმედია.



„გილოცავთ ევროპის ჩემპიონის ტიტულს. თქვენ მიერ მოპოვებული ოქროს მედალი ჩვენი საჭიდაო სკოლის დომინირებული მდგომარეობის შენარჩუნების დამადასტურებელი და ამ ზაფხულს ოლიმპიურ თამაშების გამარჯვების კვარცხლბეკზე სერბეთის ხილვის დამატებითი მოტივის მომცემია! გილოცავთ!” – წერს დათუნაშვილისადმი მისასალმებელ წერილში სერბეთის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრი ვანია ვუდოვიჩი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...