სექტემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 2.5 მლნ ლარით გაიზარდა

2019 წლის სექტემბერში, ვადაგადაცილებული სესხები 2.5 მლნ ლარით გაიზარდა და 494.6 მლნ ლარს გაუტოლდა.

მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო.

ვადაგადაცილებული სესხების 43.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.0 პროცენტს გაუტოლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად