სექტემბრიდან, დიდ ბრიტანეთში, ღამის კლუბებში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს დაუშვებენ

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

„სექტემბრის ბოლოსთვის, როდესაც 18 წლის ზემოთ ყველა ახალგაზრდას სრულად აცრის შესაძლებლობა ექნება, შეეძლებათ ღამის კლუბებში შესვლა. იმისთვის, რომ არც საკუთარ თავს და არც სხვებს მივაყენოთ ზიანი, საჭირო სრული ვაქცინაცია“, -განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

პირობების გამკაცრების მიზეზი კი  ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმება გახდა. დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები იმედს გამოტქვამენ, , რომ მოსახლეობა ვაქცინაციის პროგრამაში აქტიურად ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები
იტვირთება...