სექტემბერში, საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 13.9%-ით გაიზარდა

2019 წლის სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 13.9 პროცენტით გაიზარდა და 149.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 6.5 პროცენტით გაიზარდა და 20.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით გაიზარდა ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (101.0 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ზრდაში 1.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმაც (21.6 პროცენტით), რაც ძირითადად იტალიიდან (27.2 პროცენტით), საბერძნეთიდან (12.3 პროცენტით) და გერმანიიდან (29.2 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე პოლონეთიდან გზავნილების მატება.

რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა უკრაინიდან (87.6 პროცენტით) გზავნილების მატებამ. ზომიერად მოიმატა აშშ-დან და ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობამ. მეორე მხრივ, უარყოფითი წვლილი ზრდაში ჰქონდა რუსეთიდან (-1.1 პპ) ფულადი გზავნილების კლებას, ხოლო თურქეთიდან გზავნილები ზომიერად იყო მომატებული.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (38.0 პროცენტი) და რუსეთი (24.2 პროცენტი) წარმოადგენენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია საბერძნეთისა და იტალიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად