სექსულაური ხასიათის ძალადობაში ბრალდებული შშმ პირის დაკავებას პანკისში მოქალაქეები აპროტესტებენ

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ბორკინაში მცხოვრები შშმ პირის სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით დაკავება გააპროტესტეს.

სოფელ ჯოყლოს ცენტრში შეკრებილი ოჯახის წევრები და თანასოფლელები დაკავებულისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ბრალდებულს ჯანმთელობის პრობლემები აქვს და გაუცნობიერებელი ქმედების გამო დაიჭირეს.

ცნობისათვის, გამოძიება 32 წლის კაცს, ამერიკის მოქალაქესთან სექსულაური ხასიათის ძალაოდებას ედავება.

საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად