სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს 10 000 ლაირიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა.

გადაწყვეტილება, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კლინიკა “ნიუჰოსპიტალში” მიიღო, სადაც ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე იმყოფება.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის,  ილია ჯიშკარიანს ბრალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე „ნიუ ჰოსპიტალში“  წარედგინაა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად