სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს

იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარისა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ომარ მახარაძემ პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. დეპუტატმა აღნიშნული განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, – აცხადებს განცხადებაში ომარ მახარაძე.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს. მიმართვის შესახებ ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს პრესსამსახირმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

შეგახსენებთ, ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ლექტორი ბრალდებებს უარყოფს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ მისი სოციალურ ქსელი გატეხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...