სეპარატისტები პოროშენკოსგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალურ ბრძანებას ითხოვენ

ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტისგან პეტრო პოროშენკოსგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური ბრძანების გაცემას ითხოვენ,-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტებმა მოითხოვეს, რომ აღნიშნული ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდეს. მათივე მოთხოვნაა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღმოსავლეთ რეგიონებიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანონ და მხოლოდ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მოთხოვნების გამო, გუშინ დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელიც მინსკში გაიმართა, ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად