სენსაცია „ოლ ტრაფორდზე”: „მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო ადგილზე მყოფ „შეფილდ იუნაიტედთან” დამარცხდა

სენსაციურად დასრულდა მატჩი მანჩესტერში „მანჩესტერ იუნაიტედსა” და შეფილდ იუნაიტედს” შორის

მეორე ადგილზე მყოფი „მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლოადგილოსან „შეფილ იუნაიტედთან” შეხვედრაში ძნელა თუ ვინმე ივარაუდებდა, რომ გუნდი, რომელსაც პრემიერლიგის განვლილ 19 ტურში ერთადერთი გამარჯვება ჰქონდა და ორი ფრე ჰქონდა, მანჩესტერიდან თუნდაც ქულის წაღებას შეძლებდა.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ სტუმრებმა მანჩესტერიდან 3 ქულა წაიღეს და მასპინძლებს მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს.

თავიდანვე ყრუ დაცვაში ჩამდგარი „შეფილდ იუნაიტედი” იშვიათად გადადიოდა ბურთით მასპინძელთა ნახევარზე. ერთ-ერთი ასეთი იშვიათი შეტევის დროს სტუმრებმა კუთხურიდან დარტყმის უფლება მოიპოვეს. ჯონ ფლეკის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთს დე ხეა ვერ მიწვდა და კინ ბრაინმა კი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში.

მეორე ნახევრის 64-ე წუთზე ალექს ტალესის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთით ჰარი მაგუიარმა გაათანაბრა ანგარიში.

74-ე წუთზე მასპინძელთა მცველების სიზანტით ისარგებლა ოლივერ ბერკმა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.

„ბარნლი” – „ასტონ ვილა” 3:2(0:1)
„ჩელსი” – „ვულვერჰემპტონ უონდერერსი” 0:0
„ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონ” – „ფულჰემი” 0:0
„ევერტონი” – „ლესტერი” 1:1(1:0)

დღეს ლონდონში „ტოტენჰემ ჰოტსპური” „ლივერპულს” მიიღებს

„მანჩესტერ სიტი” 19 თ → 41 ქ
„მანჩესტერ იუნაიტედი” 20 თ → 40 ქ
„ლესტერ სიტი” 20 თ → 39 ქ
„ვეს ჰემ იუნაიტედი” 20 თ → 35 ქ
„ლივერპული” 19 თ → 34 ქ
„ტოტენჰემ ჰოტსპური” 18 თ → 33 ქ
„ევერტონი” 18 თ → 33 ქ
„ჩელსი” 20 თ → 30 ქ
„არსენალი” 20 თ → 30 ქ
„ასტონ ვილა” 18 თ → 29 ქ
„საუთჰემპტონი” 19 თ → 29 ქ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად