სენსაცია ლისაბონში – ლიონის “ოლიმპიკმა” “მანჩესტერ-სიტი” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია!

პორტუგალიაში, ლისაბონის “ეშტადიუ და ლუჟზე” ჩემპიონთა ლიგის ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა

ნახევარფინალში გასავლელად ერთმანეთს ლიგაზე გამარჯვების ფავორიტად მიჩნეული მანჩესტერის “მაჩესტერ სიტი” და მერვედფინალიდან ერთ-ერთ აუტსაიდერად მიჩნეული ლიონის “ოლიმპიკი ხვდებოდნენ.
 
დღევანდელ მატჩამდე ჩატარებული ჯგუფური ტურნირის და მერვედფინალის რვა შეხვედრიდან “ქალაქელებს” 6 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და ორი ფრედ დამთავრებული, ხოლო “ბიჭუნებმა” (“ლომებმა”, “ფეიქრებმა”) სამი მოგებით და ორი ფრით მიაღწიეს მეოთხედფინალამდე.
 
ლიგაზე გუნდების გზები დღემდე მხოლოდ ერთხელ იყო გადაკვეთილი. 2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე “ოლიმპიკმა” მანჩესტერში 2:1 გაიმარჯვა, სახლში კი ფრედ ითამაშა – 2:2.
 
შეხვედრა დასაწყისში ორივე გუნდის ფეხბურთელები საკმაოდ ფრთხილობდნენ და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ “ოლიმპიკმა” საკმაოდ საკამათო გოლი არ გაუტანა “ქალაქელებს”. საკუთარი ნახევრიდან ფერნანდო მარსალმა გაიყვანა გარღვევაზე კარლ ტოკო-ეკამბი, რომელსაც, უკვე საჯარიმოსთან მიახლოებულს, ვარდნაში დატოვებინა ბურთი ერიკ გარსიამ, მაგრამ იქვე მყოფმა მაქსველ კორნემ წინ გამოსული მორაეს ედერსონისგან მარჯვენა კუთხეში გაგზავნა ბურთი. მონიტორზე მომენტის რამდენჯერმე ნახვის შემდეგ ტოკო-ეკამბის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა უარყვეს და გოლი ჩაითვალა. აღსანიშნავია, რომ 2018/19 წლების შეხვედრაში “ოლიმპიკის” მიერ მანჩესტერელთა კარში გატანილი 4 გოლიდან 3 ავტორი კორნე იყო.


 
ამის შემდეგ “ქალაქელებმა” თანდათან მოუმატეს თამაშს და ზედ ტაიმის მიწურულს რაჰიმ სტერლინგს ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსიც მიეცა, თუმცა ვერ შეძლო გოლის გატანა და ტაიმი “ოლიმპიკის” გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

 
შეხვედრის მეორე ნახევარში “ქალაქელების” შეტევებს “ოლიმპიკი” საკმაო ხანს უმკლავდებოდა, მაგრამ 69 წუთზე საჯარიმოს მარცხენა მხარეს, პირით ხაზთან ახლოს, ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა მცველი და საჯარიმოს ცენტრისკენ დაუგორა ბურთი კევინ დე ბრეინს. მან კი შეუჩერებლად გადაგზავნა ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში – 1:1.


“ქალაქელებმა” გააგრძელეს შეტევები და შეიქმნა მოლოდინი, რომ “ოლიმპიკი” დიდხანს ვეღარ შეძლებდა წინააღმდეგობას, თუმცა ლიონელებმა ისარგებლეს მანჩესტერელთა მცირედი უყურადღებობით და სწრაფი კონტრშეტევისას შეცვლაზე შემოსული მუსა დემბელე აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ და საჯარიმოსთან სიახლოვეს მყოფმა გაუტანა გოლი წინ გამოსულ ედერსონს. ამ მომენტში აშკარად ჩანდა, რომ ტოკო-ეკამბი მისდამი გაკეთებული გადაცემის დრიოს თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მცირე ბჭობის შემდეგ გადაწყდა, რომ ტოკო-ეკამბი პასიურ თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლო ჩაითვალა – 2:1.

შეხვედრის 86-ე წუთზე საოცარი შემთხვევა მოხდა: “ქალაქელების” სწრაფი შეტევის შემდეგ მეკარის მოედანში მარტო და ცარიელი კარის წინ მყოფმა სტერლინგმა მარჯვნიდან ჩამოწოდებული ბურთი კარს გადააცილა ზემოდან.


 
87 წუთზე “ოლიმპიკის” მორიგი სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ერნანდესის მოგერიებული ბურთთან პირველი დემბელე გაჩნდა და ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.


 
აუტსაიდერად მიჩნეულმა “ბიჭუნებმა” “ბებერი ქალბატონის” შემდეგ “ქალაქელებიც” ჩამოიშორეს გზიდან და ფინალში გასასვლელ მატჩში მიუნხენის “ბაიერნთან” ითამაშებენ.




ლაიფციგის “რედ ბული” და პარიზის “პარი სენ-ჟერმანის” დაპირისპირებაში გაირკვევა მეორე ფინალისტის ვინაობა და არაა გამორიცხული, ფინალში გერმანული ან ფრანგული გუნდები რომ შეხვდნენ ერთმანეთს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად