სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე მოსმენა 21 იანვარს დაიწყება

აშშ-ს სენატის წევრებს, სავარაუდოდ, 21 იანვარს შეეძლებათ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ მოსმენა დაიწყონ,-ამის შესახებ სენატის სპიკერმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

”წარმომადგენელთა პალატა, სავარაუდოდ, ჩვენ საქმეებს ამ დროისთვის საბოლოოდ გადასცემს”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მაკკონელის თქმით, ეს საშუალებას მისცემს სენატორებს, რომ მოსმენა დაიწყონ, რის შემდეგაც “შემდეგ სამშაბათს  საქმის განხილვა შესაძლებელი იქნება”.

დემოკრატებმა აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი 2019 წლის 24 სექტემბერს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ამერიკელმა ინფორმატორმა დონალდ ტრამპის თავის უკრაინელ კოლეგა, ვლადიმირ ზელენსკისთან მიმდინარე წლის 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის გამო შეშფოთება გამოთქვა. საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა სავარაუდოდ, ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდა, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის ჰანტერის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო.

შედეგად, გასული წლის დეკემბერში, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საუბარია სავარაუდოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების ხელის შეშლაზე.

სენატი გადაწყვეტს, ნამდვილად უნდა გადადგეს თუ არა დონალდ ტრამპი თანამდებობიდან.  ასეთ შემთხვევებში, კონგრესის ზედა პალატა ითვალისწინებს პროცესს, რომლის დროსაც სენატორები გახდებიან ნაფიცი მსაჯულები, ხოლო წარმომადგენელთა პალატის წევრები იმოქმედებენ, როგორც პროკურატურის მხარე. პროცესის დასრულების შემდეგ კენჭისყრა გაიმართება. პრეზიდენტის თანამდებობიდან მოხსნისთვის სენატორების ხმების ორი მესამედია საჭირო.

ამჟამად სენატში უმრავლესობას, 53 ადგილს დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტია იკავებს. ამიტომ, დამკვირვებლების აზრით, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პროცედურა დაიბლოკება.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად