A1 ბანერი

სენატორი: ტრამპი შესაძლოა, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე თავისუფალი ადამიანი არ იყოს

დემოკრატიული პარტიის სენატორი მასაჩუსეტსის შტატიდან ელიზაბეტ უორენი აცხადებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მისი შესაძლო კონკურენტი დონალდ ტრამპმა შესაძლოა, სააარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ციხეში ჩასვან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN- ი ავრცელებს.

სენატორმა ასევ აღნიშნა, რომ იმ დროისთვის ამერიკის ლიდერი შესაძლოა სახელმწიფოს მეთაური აღარ იყოს.

“იმ დროისთვის შესაძლოა, ის თავისუფალი ადამიანი აღარ იყოს”, – აღნიშნავს ოურენი.

სენატორის შეფასებით, ყოველ დღე  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარ „ტვიტერზე“ რასისტულ ან სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...