სენაკში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

ამ წუთებში, საოჯახო მედიცინის ცენტრ ,,მკურნალში“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ,,ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” – პრეზიდენტის, ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.

 

სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ქვეყნის წამყვანი კლინიკების ექიმები უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებს უტარებენ.

სამედიცინო აქციაში ჩართული არიან თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმები – თერაპევტი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ორთოპედი, უროლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციაპლიტეტის მერის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატალია ხუბუა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, რამაზ კუპრეიშვილი ეცნობიან.

ამ დროისთვის, უფასო სამედინიცო მომსახურებით 100-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა.

სამედიცინო აქცია, სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად