სენაკში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

დღეს, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია – ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ – გაიმართა.

ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს,  მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს.
სისხლის დონაციის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსთან, ნატალია ხუბუასთან ერთად, გაეცნენ.
უანგარო დონაციის აქცია სხვადასხვა ასაკის მრავალი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას, უმეტეს შემთვევაში კი, სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის გამოთქვამს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად