სენაკში, სამუამულო ომის ვეტერანს საჩუქრები და ფულადი დახმარება გადასცეს

75 წელი – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან…

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

გამარჯვებისა და გმირების წინაშე ქედის მოხრის დღეს, სენაკში, მხოლოდ ერთი უხუცესი ვეტერანი – 97 წლის აგრაფინა ხუხია ხვდება.
…მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო. ომში მისი უფროსი ძმა – ჟორჟი გაიწვიეს. სამკუთხა წერილები ფრონტის ხაზიდან – ეს იყო შვების მომგვრელი და ერთადერთი სახსოვარი ძმისგან.
როგორც კი ქერჩიდან წერილების მიღება შეწყდა, აგრაფინამ გადაწყვიტა, სწავლისთვის თავი დაენებებინა და ქვეყნის სამსახურში ჩაბმულიყო. სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა.
სწორედ ომის ქარცეცხლიან დღეებში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ექიმი შალვა ხუხია. სამამულო ომის დასრულების შემდეგ, დაქორწინდა.
რამდენიმე ათეული წელი სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში იმუშავა.

,,მეგობრები და ჩემი ასაკისანი შემომეცალნენ“ – დანანებით ამბობს თითქმის საუკუნეს მიღწეული, უხუცესი ვეტერანი, რომელსაც დღეს, მისი ცხოვრების ყველაზე ღირსახსოვარი თარიღი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა მიულოცეს.

ჩვენს სახელოვან ვეტერანს, აგრაფინა ხუხიას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარებები და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქრები გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად