სენაკში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

ამ წუთებში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარებს სამშენებლო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დასასვენებელი პარკისა და საკალათბურთო მოედნის მოწყობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს იქნება კეთილმოწყობილი და გამწვანებული ადგილი, სადაც ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდებიან, მცხოვრებლები კი – უსაფრთხო და კომფორტულ დასვენებას შეძლებენ.

პროექტს, ღირებულებით 179 777 ლარი, შპს „აფო“ ახორციელებს.

ამ ლოკაციის მიმდებარედ, აკაკი ელიავას მეორე ჩიხში, გზის სარებილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.

სამუშოები შპს „კოლხიდამ“ განახორციელა.

სენაკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება.

14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული 54 ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით – 10 ობიექტზე, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ 13 ობიექტზე, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ამ დროისთვის, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებული 20 ობიექტზე და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ 8 ობიექტზე, სამუშაოები დასრულებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად