სენაკში ორი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა  ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ამ ეტაპზე სენაკის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებასა და მშვიდობის ქუჩის N223-ში მიმდინარეობს სპორტული მოედნების მშენებლობა.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 121 821 ლარს შეადგენს, შპს „ჯეო ბილდერი“ ახორციელებს.
მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის, ზაზა ფაჩულიას ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „გალფის’’ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ასევე  სრულდება ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მოწყობა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მინი სპორტული მოედნის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის მინი სპორტული მოედნისა და დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სავარაუდო ღირებულებით, 126 752 ლარი.
2013 წლიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტში მოეწყო 23 მინი – სპორტული მოედანი.
ასევე, სენაკის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რეაბილიტირდა, ბუნებრივი აირით და გათბობის სისტემით უზრუნველყოფილ იქნა სენაკის სასპორტო სკოლა, ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზები; კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნები.
მიმდინარე წელს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მოეწყო კალათბურთის მოედანი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად