სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას 5 დაშავებულიდან 1 გარდაიცვალა

სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთანაგან ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. იგი 70 წლამდე მამაკაცი,სენაკის მკვიდრი ნ.ხურციაა.
ინფორმაციას გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი ადასტურებს.

შეგახსენებთ , ავტოსგზაო შემთხვევა სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დღეს მოხდა . ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
სულ დაშავდა 5 პირი,რომელთაგან ერთი გარდაიცვალა,კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...