სენაკში მასობრივი ვაქცინაცია დილიდან აქტიურად მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, მასობრივი ვაქცინაცია დილიდან აქტიურად მიმდინარეობს და ამ წუთებშიც გრძელდება.

დღეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოქალაქეები, მუნიციპალური აიპებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები
ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია გაეცნო.
,,ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. ამიტომ, აუცილებელია, გავიკეთოთ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფნი“ – აღნიშნა გრიგოლ ბაღათურიამ.
დღეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინიისთვის, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, 170-მდე მოქალაქეა დარეგისტირებული.

#ვაქცინაგვიცავს
#აიცერი
#VACCINED
#StopCovid

კომენტარები
იტვირთება...