სენაკში, კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში, გამწვანების აქცია გაიმართა

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დირექციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სკოლის ტერიტორიაზე, 120 ძირი წიწვოვანი და კაკლის ნერგები დარგეს.

გარემოსდაცვით აქტივობას წინ უსწრებდა კლიმატის ცვლილების კვირეული, რომელიც სენაკში, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ეროვნული კლიმატის პოლიტიკის განხორციელების“ფარგლებში გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა პრეზენტაცია – ,,კლიმატის ცვლილებების გავლენა COVID 19-სა და ტურიზმზე“; გაიმართა დისკუსია თემებზე: კლიმატის ცვლილებები და საქართველო, ხელისუფლებისა და საზოგადოების როლი კლიმატის ცვლილებების შერბილებასა და ადაპტაციაში; დაიგეგმა გამწვანების აქციები შემოდგომასა და გაზაფხულზე; პირველ ეტაპზე დაირგო 70 ძირი ნერგი.
კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზებას გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“, უწევდა.
„კლიმატის კვირეული“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ, 2009 წლიდან, სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...