სენაკში “ევროპის დღეების” ფარგლებში ციფრული საინფორმაციო კამპანია დაიწყო

5 ივნისიდან, ,,ევროპის დღეები 2020“-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ციფრული საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ონლაინ სემინარში – ,,როგორ მიიღება ევროკავშირში გადაწყვეტილებები, რომლებიც მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლიან”, მონაწილეობა დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ კუპრეიშვილმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, თეა გრიგოლიამ მიიღეს.

ონლაინ ლექცია-სემინარს კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იოსებ ნანობაშვილი უძღვებოდა.

ორი წელია, სენაკში, ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებით აღინიშნება – იმართება ფლეშმობი, ეწყობა ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების სახელმწიფო დროშებისა და ევროპელი მწერლების წიგნების გამოფენები, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა – ,,ევროპის კლასიკური და თანამედროვე ხელოვნება – მუსიკა და მხატვრობა“, საზეიმო კონცერტები – მუნიციპალურ ა(ა)იპებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტი ავრცელებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად